logo
ENG



სამეფო სახლი: სააკაშვილმა "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" ჩვენ მიმართ სიძულვილის კონტექსტში თქვა

14 იან 202216:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/14/dvsyqszdksp5alv.png

ბაგრატიონ მუხრანელთა სამეფო სახლი აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფრაზა "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" მათთან მიმართებით სიძულვილის კონტექსტში გამოიყენა. სამეფო სახლი განცხადებაში წერს, რომ დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური.

"ბაგრატიონ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს  ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის "ჩაკრულოს" ტექსტი "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში.

1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში", - წერია განცხადებაში. 

13 იანვრის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა მოსამართლის შენიშვნის პასუხად განაცხადა, რომ საქმის გარემოებებზე, კერძოდ საქართველოში დაბრუნების მოტივებზე საუბრობდა.

"ჩავუხტი მუხრან-ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რა გინდათ, ჩამოვუხტი. ჩამოვუხტეთ მუხრან-ბატონსა. გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ არ ვიმსახურებთ კორუფციას, დამცირებას, დაცინვას, კრიმინალების თარეშს და უპერსპექტივობას".

 


close დახურვა